27.02.2026 16:53
პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პოლიტსაბჭოზე რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა" და „პოსტივის" დასანქცირება.
პოლიტსაბჭოს სახელით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
სხდომას ესწრებოდნენ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ჩიქოვანი და დიმიტრი სამხარაძე.
ავტორ(ებ)ი :