უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ 27.02.2026 19:00

18:57, 27.02.2026 

უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების, სარეზერვო ელექტრომომარაგების აღდგენის მიზნით მიიღეს.

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, შეკეთებას, სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ