ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა დიდ ბრიტანეთზე 27.02.2026 21:20

 

ფაქტები ამჯერად კონკრეტულად დიდ ბრიტანეთზე გამოქვეყნდა, სადაც მოქმედმა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" სკანდალური კვლევა დადო. ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. ირკვევა, რომ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში, ზღვისიქითა ტერიტორიებზე დარეგისტრირებულმა 145 კომპანიამ სამი წლის განმავლობაში 8 მილიარდის დოლარის ღირებულების 29 ათასი ტრანზაქცია განახორციელა. რუსეთმა ათასობით დასახელების საქონელი გაიტანა, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა. ვაჭრობის არეალი ფართოა, საუბარია, მათ შორის, ქვანახშირზე, ფოლადზე, ტყვიაზე, რკინასა და თუთიაზე. ოფშორულმა ფირმებმა გაყიდეს160 ძვირადღირებული იახტაც. ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ფარისევლობას უწოდებს, რომელსაც მათივე თქმით, დღეს არა მხოლოდ ბრიტანეთი ავლენს.

რუსულმა ბიზნესებმა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიებზე არსებული გაუმჭვირვალე კომპანიები საკუთარი საქმიანობის დასამალად გამოიყენეს - წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სტატიაში, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაშიც "ქართული ოცნების" ხელწერას ეძებენ და მასში მოყვანილი ფაქტების აღიარება არ სურთ.

"ქართული ოცნების" შეფასებით, მინიმუმ ორმაგი სტანდარტია, როდესაც ბრიტანეთი, მათ შორის, სწორედ მედიის თავისუფლების შემზღუდველ გადაწყვეტილებას იღებს, რუსეთთან საეჭვო სავაჭრო კავშირები კი თავად აქვს. თავადვე არღვევენ სასანქციო პოლიტიკასაც და ამ ფონზე სხვებს მოუწოდებენ რუსეთს სანქციები დაუწესოს.

ბრიტანეთის ორმაგ სტანდარტს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიმართ არსებული განსაკუთრებული ინტერესებით ხსნის, რაც ირაკლი კობახიძის თქმით, სხვა ქვეყნების მაგალითზეც დასტურდება.

"ბინძური ფული" - ამ სახელწოდების ვრცელი სტატიის მიხედვით, ოფშორულმა კომპანიებმა რუსეთში მხოლოდ გასულ წელს 134 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა. კვლევა ბრიტანეთში მოქმედმა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", საკუთარ გვერდზე, 25 თებერვალს გამოაქვეყნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ