28.02.2026 13:25
ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ინფორმაციას ავრცელებს.
„რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77 26; +995 599 98 01 89; +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელში განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორ(ებ)ი :