28.02.2026 22:38
ერთადერთი ჩემი მოწოდებაა - დავუფიქრდეთ რას ვწერთ, რას ვლაპარაკობთ და ვინ არის ადრესატი ჩვენი ასეთი ბოღმის, ასეთი შურის, - განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი", სადაც თავისუფალ მედიაზე წეზოლაზე დისკუსია იმართება.
„ჩვენ გვასწავლიდნენ და ვაკეთებდით, რომ კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები - ექიმებს, მასწავლებლები - მასწავლებლებს, ჟურნალისტები... რა დაგვემართა?! გადავშენდით თუ რა ხდება?! ეს ჩვენს მტერს აწყობს, რომ ჩვენ კარგად გაგვთიშოს და უკვე ასე ვართ. ქუჩაში გამოსვლა მეშინია, რომ შეურაცხყოფა არ მომაყენონ და იმან არ დაკარგოს სახე", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :