საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა 01.03.2026 15:21

 

გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

„დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და არათუ აღვადგინოთ, არამედ უფრო მეტი მნიშვნელობით დავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა, შესაბამისად ამ თემის ირგვლივ გვექნება საუბრები ამერიკის წარმომადგენლებთან", - აღნიშნა მან.

საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ