04.03.2026 22:43
"მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს" - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, აშშ-ში ვიზიტის ფაგრლებში,უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა.
რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს. გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის ფორმატში. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ირანში მიმდინარე მოვლენებზე, რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე.
ასევე, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე. და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ეს შეხვედრა წარიმართა, მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ავტორ(ებ)ი :