,,რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია''- ვოლსკი 06.03.2026 18:07

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ რადიკალები ახლა განიხილავენ იმ შესაძლებლობას, როგორმე, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ზარალი. გია ვოლსკის თქმით, რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია.

"ყველა მცდელობამ, რომ ეკონომიკური პრობლემები შექმნილიყო, ბიზნესმენების მხრიდან საბოტაჟი ყოფილიყო, რომ დარტყმები წასულიყო ვალუტის კურსზე, არ გაამართლა, არ მოხდა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველო მაინც უმაღლეს დონეზეა შეფასებული - ეს არ მოხდა, ვერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ახლა იხილავენ შესაძლებლობას, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ისეთი ზარალი, რომელიც განპირობებული იქნება აღშფოთებული საზოგადოების ქუჩაში გამოსვლით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ