,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი 08.03.2026 14:42

 

როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში ტერორისტების გადამზადება და რეკრუტირება ხდება, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა სოზარ სუბარმა. „ხალხის ძალის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუკი ამ პოლიტიკოსებს ჰქონდათ ასეთი ინფორმაცია, პირველ რიგში შესაბამისი სამსახურებისთვის უნდა მიემართათ.

„თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა. თუმცა, ცხადია, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მტრები არიან - ქართველად წოდებული აგენტი პოლიტიკოსები. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ უნდა გამოიკითხონ - რა ინფორმაცია აქვთ, ან თუ არ აქვთ ინფორმაცია, მაშინ რატომ მოიგონეს და რატომ დააბრალეს ჩვენს სამშობლოს ის ტყუილი, რომელი სერიოზულად დამაზიანებელია ქვეყნისთვის", - აცხადებს სუბარი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ