08.03.2026 19:28
გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ არ არის მხოლოდ ერთ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე საუბარი. აქ არის მთელი სპექტრი საკითხების, რომლებიც შეიძლება, განხილული იყოს, როგორც დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის ელჩთან ნინო ლომჯარიას დახურულ შეხვედრაზე საუბრისას.
მისი თქმით, ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული.
„არ არის ნათქვამი, ზოგადად, არ არის გამჭვირვალე, რა შეხვედრები ტარდება და ეს ხომ ბოლო შეხვედრა არ არის - რეალურად, იყო დახურული შეხვედრები. ლომჯარია გამოიპარა იქიდან, გამოაპარეს, არ ამბობს, რაზე ისაუბრეს.
რასაკვირველია, ჩვენ ყველას, მთელს საზოგადოებას გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ არ არის მხოლოდ ერთ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე საუბარი. აქ არის მთელი სპექტრი საკითხების, რომლებიც შეიძლება, განხილული იყოს, როგორც დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული", - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :