საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან - დავით ქართველიშვილი 09.03.2026 23:51

 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2026 წელს, საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რამე რკინის თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს იმ გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და ოპოზიციისთვის ავად ხსენებული სიტყვა - მშვიდობა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა "დებატების" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს ულტიმატუმებს უყენებენ, რაც არანაირი დემოკრატია, არანაირი ევროპული ცივილიზაცია არ არის, ეს არის თავს მოხვევა იმ ფსევდო ფასეულობების, რომელიც უცხოა საქართველოსთვის.

"მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელს, საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რამე რკინის თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს იმ გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და ოპოზიციისთვის ავადხსენებული სიტყვა - მშვიდობა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს.

დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაა, როდესაც ძირითად ფსონს შენს გადაწყვეტილებებში, აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება თუ საკანონმდებლო, ორიენტირებულია შენს ძირძველ ტრადიციებზე, ქრისტიანულ ფესვებზე, ზრუნვაზე მომავალი თაობის დაცვის კუთხით იმ ლგბტ წესრიგის წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც ულტიმატუმად გვიყენებენ, რომ ან უარი თქვით, ან თქვენი პერსპექტივები ევროინტეგრაციის კუთხით იქნება ბუნდოვანი. ეს არის ულტიმატუმი. ეს არ არის არანაირი დემოკრატია, ეს არ არის არანაირი ევროპული ცივილიზაცია, ეს არის თავს მოხვევა იმ ფსევდო ფასეულობების, რომელიც უცხოა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ