შინაგან საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა 10.03.2026 13:30

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები.

„მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები. გეკა გელაძემ და პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთო-ს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ