საქართველოში არ სჭირდებათ გაკვეთილების სწავლება, რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა -ტომაშ ფროლიხი 12.03.2026 13:02

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, გაკვეთილები ვასწავლოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროლიხმა „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების" რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ" დებატებზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს არა გაკვეთილების სწავლება, არამედ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა სჭირდება.

 

„კვლავ საქართველოზე ვსაუბრობთ. რატომ? იმიტომ, რომ განსხვავებულია. ის ქრისტიანულ ღირებულებებს განასახიერებს, სუვერენული იდეოლოგიის დამცველია და საგარეო პოლიტიკაში პრაგმატულ მიდგომას იჩენს. მათ არ სურთ, კიევად გადაიქცნენ და ეს მათი უფლებაა. ის სუვერენული სახელმწიფოა, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მათ გაკვეთილები ვასწავლოთ. ჩვენ პროტესტებს ვიწვევთ მთავრობის წინააღმდეგ, ამას ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, 3 000 არასამთავრობო ოთხი მილიონი მოსახლეობისთვის, ეს მსოფლიოში უპრეცედენტოა. ახლა სამთავრობო შენობებს ესხმიან თავს და ამავდროულად თავისუფლებებს ითხოვთ. ეს მიუღებელია. შევხედოთ ფაქტებს. 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. მმართველობის ინდექსის გარდა, ისინი ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე უკეთეს მაჩვენებლებს ავლენენ და ეკონომიკის კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. ამ მხრივ გაკვეთილების სწავლება არ სჭირდებათ. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ პატივისცემა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ