14.03.2026 22:46
მას შემდეგ რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან, ვგულისხმობ სხვადასხვა ჯგუფებს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია, აწარმოებს.
„ვხედავთ, რომ არის ინტერესი ზოგიერთების მხრიდან, რომ კონფრონტაციაში შევიდეთ რუსეთთან. სტრატეგიული მითმინების პოლიტიკა ჰქვია ამ ყველაფერს [საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა] და გამოიხატება პასუხისმგებლიან პოლიტიკაში. უპირველეს ყოვლისა, რომ არ არის შეჯიბრი ლოზუნგებში, რომელიც აქვს გამოცხადებული რადიკალურ ოპოზიციას, „აბა, ვინ უფრო მეტს იყვირებს რაღაც საკითხებზე, ვინ იქნება უფრო მეტად უკრაინელი", მომენტალურად დაჯგუფება რომ ხდება, ვინ ვის მხარეს არის და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ყველაზე უმწიფარი პოლიტიკა. ეს საგარეო პოლიტიკა კი არ არის, სინამდვილეში ეს არის იდელოგიური ლოიალობის დადასტურების სურვილი. ადრე მოსკოვს უდასტურებდნენ, ჩვენ ამოვატრიალეთ ეს ყველაფერი და ჩვენი ცენტრი არის ეროვნული ინტერესები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :