მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი 21.03.2026 17:08

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შესახებაც ისაუბრა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქართველი ერია.

„მეგობრებო, ჩვენ შორისაა კავკასიელი პატრიოტი, ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მისი ქვეყანა რუსი დათვის ხახაშია. ევროკავშირის უწყვეტი შანტაჟის პირობებში და ლიბერალების ასევე უწყვეტი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი!

დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია", - განაცხადა ორბანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ