პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში 25.03.2026 23:57

 

მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება გამოვიდა დებატების ინიციატივით, რაც საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მმართველი გუნდი მის შედეგებს დაელოდება.

„დებატების ინსტრუმენტი უკვე ამოქმედდა. არის ორი ტელევიზია, სადაც არსებობს დებატების პლატფორმა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, მათთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ, პირველ რიგში დაველოდებით ამ პროცესს და მის შედეგს. ჩვე მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ამოძრავებთ არაკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, შესაბამისად, ჯერ სამართლებრივად უნდა შეფასდეს მათი საქმიანობის შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მათთან რაიმე ტიპის დისკუსიებზე. ეს არის ძალიან მყარი და მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან. ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში,. ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში. ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა და აქამდე მათ თავად მიიყვანეს საკუთარი თავი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, საზოგადოება ხედავს, რომ ისინი გამუდმებით იბრძვიან ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ავტორიტეტების წინააღმდეგ, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ, კეთლდღეობის წინააღმდეგ და ამას აკეთებენ კონკრეტული ქმედებებით. დაუპირისპირდნენ იმას, რასაც აცხადებდნენ ლამის რელიგიად - ევროინტეგარციას. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები კანდიდატის სტატუსის მისაღებად და იმასაც კი ბოიკოტი გამოუცხადეს. რელიგიად გამოაცხადეს ევროინტეგრაცია და იმას დაუპირისპირდნენ პირდაპირ და გაცხადებულად. ასეთ ადამიანებს რომ ავტორიტეტი განულებული აქვთ ჩვენს საზოგადოებაში, ეს გასაკვირი, ბუნებრივია, არავისთვის უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ადგილი მათ თვითონ მიუჩინეს საკუთარ თავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ