საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტსა და მათ დელეგაციას შეხვდა 26.03.2026 10:49

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს, ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ოჯახურ ღირებულებებს. საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ქართულ კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ