31.03.2026 18:40
დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში" საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებაზე ისაუბრა. „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ იმ გზებზე ისაუბრა, რომლებითაც სახელმწიფოს შეუძლია შობადობის გაზრდას შეუწყოს ხელი.
„დედას რომ არ მოუწიოს არჩევანი - ჯერ კარიერა თუ ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა, სახელმწიფომ მას უნდა შეუწყოს ხელი. ღირებულებით პროგრამებს უნდა ამაგრებდეს ასევე სოციალური პროგრამები, რომლებსაც შედეგი ექნება. ვფიქრობ, დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე, რომ პოტენციურ დედას ჰქონდეს პირობა, რომ მისი დასაქმება არ იქნება ხელშემშლელი ოჯახის შექმნისთვის და შვილის ყოლისთვის. ასევე, ბავშვის გაზრდა არ იქნება ხელშემშლელი, რომ მან საკუთარ კარიერულ სვლას შეუწყოს ხელი. მაგალითად, სამსახურებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან იყოს ბავშვთა ოთახები ან საბავშვო ბაღები, სადაც დედა მიიყვანეს ბავშვს, თვითონ კი დაკავდება სწავლით და კარიერის მოწყობით.
ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. ხშირად უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, იმიტომ რომ აქვთ საცხოვრისის პრობლემა. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავებაც არის უმთავრესი, იმიტომ რომ იქ, სადაც ლიბერალური პროპაგანდა მძლავრია, იქ შობადობა არის დაბალი. ასეთი პრობლემები პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანას შეექმნა", - აღნიშნა ხუნდაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობა შემცირდება, სომხეთისაა და აზერბაიჯანის მოსახლეობა კი გაიზრდება, რაც საქართველოს მიერ რეგიონში დომინანტი ძალის სტატუსს დაკარგავს.
ავტორ(ებ)ი :