"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე 01.04.2026 23:47

 

"მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, ვარ ყველა ჩემს ქმედებაზე პასუხისმგებელი, ვარ პასუხისმგებელი ყველა ჩემს სიტყვაზე, გადადგმულ ნაბიჯზე, წარსულშიც, ახლაც და მომავალში," - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში, მისი და მისი ოჯახი წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ, იმდენ სიბინძურეებს საუბრობდნენ, უბრალოდ წარმოუდგენელი, ცოცხალმა ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს წერდნენ ჩემს მეუღლეს - რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები. წარმოუდგენელია უბრალოდ - ეს არის ბოროტება, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს და ადამიანი შანტაჟის ქვეშ ამყოფოს და ა.შ.

მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, ვარ ყველა ჩემს ქმედებაზე პასუხისმგებელი, ვარ პასუხისმგებელი ყველა ჩემს სიტყვაზე, გადადგმულ ნაბიჯზე, წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც. მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები, ვარ ბედნიერი ადამიანი. ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გამაჩნია, არის ქართველი ხალხის სიყვარული და დამოკიდებულება ჩემს მიმართ, ეს შემთხვევით არ მოსულა, ამას წლები ვაშენებდი და არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი დაანგრიოს, შელახოს და ა.შ." - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ