სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის 02.04.2026 16:05

მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციაზე. მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს. სლოვაკეთი მონაწილეობას იღებს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი" და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშურტზე აზიასა და ევროპას შორის - ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტის საკითხში. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ შემოუვლის. ამიტომ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მან შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილში", - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ