03.04.2026 23:50
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე, საქართველოში სლოვაკეთ-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
"მხარეებმა აღნიშნეს ჩვენი ურთიერთობების დადებითი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, როგორც წესი, უმაღლესი დონის ვიზიტები კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტ დინამიკას ემსახურება და ზუსტად ასეც მოხდა. შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და სლოვაკეთის მხარემ დაადასტურა თავისი ინტერესი ეკონომიკური კუთხით, ინვესტიციების მხრივ. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება. ასევე ითქვა, რომ სლოვაკებისთვის ძალიან საინტერესოა საქართველო, როგორც ტურისტული, გეოგრაფიული ერთეული და აპრილის ბოლომდე საქართველოში ჩამოვლენ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან", - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :