გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი 04.04.2026 13:51

დააცადონ სინოდს, დააცადონ იმ ადამიანებს, ვინც მოღვაწეობენ საპატრიარქოში, ჩატარდება მშვიდად სინოდი და ვისაც აირჩევენ, ის იქნება პატრიარქი, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა" და უცხოური ძალები ცდილობენ, რომ ეკლესიაში განხეთქილება იყოს.

„„ნაცმოძრაობას", მის „ენჯეოებს", უცხოურ ძალებს ბოლომდე არც საპატრიარქო და არც ეკლესია არ აინტერესებდათ, პირიქით, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ლანძღავდნენ. ამბობდნენ, „ბნელეთი", „იქიდან ცივილიზაცია არ არის" და ა.შ. სწრაფად ხდება ინტერესის სფერო, თუ რა მოხდება სინოდის სხდომაზე. საერთოდაც, როდის აქეთ დაინტერესდნენ ან სინოდში რა ხდება, ან მართვა გამგეობის დებულებაში რა წერია, ან სამომავლოდ ეკლესიაში რა მოხდება? რატომ დაინტერესდნენ, ხომ თავიდან ბოლომდე ამბობენ, რომ იქ არის სიბნელე და ასე შემდეგ? აი, ზუსტად მაგიტომ დაინტერესდნენ, რომ უნდათ, როგორმე ეკლესიაში განხეთქილება შეიტანონ, ამას სხვა ახსნა, არ შეიძლება, ჰქონდეს. ეს ხალხი, ვინც გამოდის და ვითომ ზრუნავს სამომავლო საეკლესიო ურთიერთობაზე, ეკლესიას ლანძღავდა და ამბობდა, რომ პატრიარქით დაწყებული, სასულიერო პირებით დამთავრებული, მათგან არაფერი ცივილიზაციური არ მოდიოდა.

ახლა რომ ინტერესდები, იქ რა ხდება, ეს ნიშნავს, რომ შენ გინდა, იქ გარკვეული განხეთქილება შეიტანო. დააცადონ სინოდს, დააცადონ იმ ადამიანებს, ვინც მოღვაწეობენ საპატრიარქოში, ჩატარდება წყნარად, მშვიდად სინოდი და ვისაც აირჩევს სინოდი, ის იქნება პატრიარქი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესებულია თუ არა, ვინ შეიძლება იყოს მომავალი პატრიარქი, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ინტერესია, ეკლესიაში ის მიმართულება გაგრძელდეს, რაც ილია მეორეს ჰქონდა.

„ჩემი ინტერესი არის, რომ სინოდში, როგორც მთლიანად ეკლესიაში, გაგრძელდეს ის მიმართულება, რაც ჰქონდა პატრიარქს. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მრევლის ინტერესი და ის ინტერესი, რაც პატრიარქს ჰქონდა - ესეც სიცოცხლეშივე გააჟღერა. გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის. დაახლოებით რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა ის, თუ ვინ უნდოდა, რომ მოსაყდრე ყოფილიყო და, შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში აგრძელებდა პოზიციონირებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ