05.04.2026 22:57
ჯერ ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია, მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც 26 მაისს „ნაცები" რამეს გეგმავენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე, ეს უკვე მათ უტიფრობას და ამორალურობას მიანიშნებს, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, მათ მხოლოდ საკუთარი ამორალურობის ჩვენება, საკუთარი გაარაფრება და თავის კიდევ უფრო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩაგდება გამოსდით კარგად.
„მათ მხოლოდ საკუთარი ამორალურობის ჩვენება, საკუთარი გაარაფრება და თავის კიდევ უფრო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩაგდება გამოსდით კარგად, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. რაც უფრო მეტს ცდილობენ, რომ იაქტიურონ, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :