06.04.2026 14:59
საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო დინამიურად ვითარდება, აქვს თვალსაჩინო ეკონომიკური ზრდა და კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის.
„ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო მოწვევისთვის და მიღებისთვის. ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებას. საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება. მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენ და თქვენს მთავრობას თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დაურღვევლობას ჩვენი საზღვრებისა. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც,"- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ავტორ(ებ)ი :