„დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იზრდება 06.04.2026 23:12

 

გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „დაცული ტერიტორიების შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოდგენილი ჭალის ტყის ტერიტორიის ხარჯზე იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია ჭალის ტყის ეკოსისტემას წარმოადგენს.

პროექტში ნათქვამია, რომ გარდაბნის აღკვეთილის ფართობი - 42,3 ჰა-თი გაიზრდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ