09.04.2026 13:28
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ფიშერი რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. მისი თქმით, მემორიალთან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მივიდა.
„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს. ის, რაც აქ 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე იყო. ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას და ყველას მსოფლიოში. დღეს თუ მსოფლიოს შევხედავთ, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვნად და სასიცოცხოდ აუცილებლად რჩება.
მე აქ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მოვედი, ასევე, პატივისცემა რომ გამოვხატო დაღუპულების მიმართ",- განაცხადა ფიშერმა.
ავტორ(ებ)ი :