10.04.2026 16:38
„პოლიტიკოს" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს დახურული შეხვედრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ყველაფერი ცუდად წავიდა. საუბარი მხოლოდ შეურაცხყოფების ტირადა იყო", - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
„პოლიტიკოს" თანახმად, ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ განიხილავს შურისძიების ვარიანტებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობდა.
როგორც „პოლიტიკო" წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ მას მოკავშირეებისგან კონკრეტული ქმედებები სურდა ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება მალე გახსნაში დასახმარებლად.
ალიანსის ორი მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, ამ დროისთვის ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში მყოფ ნატო-ს ქვეყნებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და არც სრუტის ხელახლა გახსნისთვის სამხედრო აღჭურვილობის განლაგების განხილვა დაუწყიათ.
ავტორ(ებ)ი :