16.04.2026 20:50
ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სავალუტო ფონდის გრძელვადიან პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ბრიუსელის და სხვა დედაქალაქის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებასა და კაბინეტებში არ დახვდნენ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ადამიანები, არამედ ისინი დახვდნენ, ვინც საკუთარი ერის ინტერესებს იცავენ და ეს რეიტინგებია შედეგი.
„ეს არის სიკეთე დამოუკიდებლობის. თუ რა არის ფასი ცალ ფეხზე დგომის, ამას სხვა ქვეყნებში ვხედავთ, რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული და ახლა სამადლოდ აქვთ გადაქცეული ევროკავშირში რა ტემპით მიიღებენ, როდის რა მოლაპარაკებას გაუხსნიან და რა შედეგი ექნებათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :