17.04.2026 21:57
ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას, - ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი სოციალურ ქსელში წერს.
ბაირაქტარის თქმით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაში.
„მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა.
ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას", - წერს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
ავტორ(ებ)ი :