18.04.2026 18:42
ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
ჭეიშვილის თქმით, ქართველი რადიკალები უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებით შეგულიანდნენ, რომ თითქოს შესაძლებელია ამ ხელისუფლების ცვლილება და ახლა არიან სამზადისში.
„შესაბამისად, ახლა გარე ძალები, ჩვენი ქვეყნის მტრები ეძებენ ახალ მადიარებს, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება იმ მადიართან. ესენი არიან კორუმპირებულები და მკვლელები. ამათგან, ჯამში რომ შეაერთო ყველა, ერთი მადიარი არ გამოვა, რომელსაც ხალხი ენდობა და ხმას აძლევს. ახლა შეგულიანებულები არიან, თითქოს რაღაც ცვლილებები შესაძლებელია თურმე საქართველოში.
ესენი ბევრჯერ გამოსულან, ახლა გამოვა 26 მაისს 2 ათასი ადამიანი და წავა ისევ სახლში. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას. 2028 წლამდე არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. მათ შორის, არც 2028-ში მათთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, პოლიტიკურ ნაწილზე ვსაუბრობ", - აღნიშნა მან.
„ქრონიკის" ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
ავტორ(ებ)ი :