,,EMAAR-ის შემოსვლა ინდიკატორი გახდა, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა''- ლევან მაჭავარიანი 19.04.2026 16:38

 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განმარტებით, EMAAR-ის საქართველოში შემოსვლა ინდიკატორი გახდა დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვისაც, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა.

მაჭავარიანის განცხადებით, სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ სულ რამდენიმე თვეა გასული და საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიციით შემოდის ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდიც.

"სასიხარულო ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც EMAAR ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა და გაფორმდა ის ხელშეკრულება, უამრავი კრიტიკა მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისგან. გარდა იმისა, რომ EMAAR-ის ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან პოზიტიური, რომლის საბოლოო ეფექტი იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი, თვითონ პროექტის განმავლობაში დასაქმდება 24 000-მდე ადამიანი, ხოლო პროექტი როდესაც დასრულდება, უკვე მუდმივ სამსახურს დაიწყებს 8 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით EMAAR-ის ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც და ყოველთვის ვაცხადებდით, რომ როდესაც ასეთი მსხვილი, გლობალური მოთამაშე შემოდის ქართულ ბაზარზე, ეს არის ტრიგერი და ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვისაც, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ სულ რამდენიმე თვეა გასული და ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდიც შემოდის საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიციით. ესეც თავის მხრივ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, შემოიტანს ძალიან დადებით, პოზიტიურ წვლილს ჩვენს ეკონომიკაში და ასევე, EMAAR-თან ერთად უკვე ტრამპის გლობალური ბრენდიც, თავის მხრივ იქნება დამატებითი ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ საქართველო არის იდეალური გარემო, სადაც შეიძლება განახორციელონ მსხვილი პროექტი, სადაც შეიძლება ჩადო მსხვილი ინვესტიცია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ