ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის - გია ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე 19.04.2026 19:13

 

"საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ Trump Tower Tbilisi-ის მასშტაბურ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული პროექტის თბილისში განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, მძლავრ სოციალურ პაკეტს ნიშნავს.

"უშველებელი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის.

ეს სამუშაო ადგილების შექმნას, მეტ ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, უფრო მძლავრ სოციალურ პაკეტს ნიშნავს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისათვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

Trump Tower Tbilisi, 70-სართულიანი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ და გლობალური ინვესტიციების ცენტრად უნდა იქცეს.

პროექტი, რომელიც "Archi", "Biograpi Living" და "Sapir Organization"-თან პარტნიორობით ხორციელდება, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ