,,ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა''- პაპუაშვილი 20.04.2026 11:47

 

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარმატებული იყოს, ვაკვირდებით რომ ბოლო 5 წელში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში, რადგან სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება, ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს.

"როგორც ჩანს მისი [რუმენ რადევის] პარტია იქნება გამარჯვებული და მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების საშუალება. ჩვენთვის ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს და იმედია, რომ ასეც მოხდება", - აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა რუმენ რადევის პრორუსულობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.

"ვინც ერთ რამეშიც არ ეთანხმება ბრიუსელს, ყველა პრორუსია, ასე შერაცხეს ტრამპი პრორუსად, "ქართული ოცნება" პრორუსად - ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის პროპაგანდისტული ხერხი, სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული, როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშაონ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ