20.04.2026 12:26
წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ რასაც გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, ეს ყველაფერი არის ფარსი, ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, აღნიშნული განცხადებით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს, რომ „უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ".
პაპუაშვილის თქმით, მთავარი რაც ახლა ჩანს, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში.
„თავისთავად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ ის ფარსი, რასაც ჩვენ გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, აინტერესებთ პლურალიზმი, ეს ყველაფერი არის ფარსი, არის მხოლოდ საბაბი, ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ.
კიდევ ერთხელ, მთავარი რაც ახლა ჩანს, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, რასაც ვხედავთ, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, როგორც იკვეთება, რომ ახალი გლობალური წესრიგისთვის სწორედ ამას ცდილობს დღეს ის „გლობალური ომის პარტია", რომელიც ვხედავთ, რომ არ ისვენებს სხვადასხვა ქვეყანაში", - აღნიშნა მან.
ავტორ(ებ)ი :