,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი 20.04.2026 13:49

 

„დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის პროპაგანდისტის დავით ნებიერიძის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე.

მისი თქმით, პროევროპულობა დღეს ასოცირდება ზიზღთან და ძალადობასთან.

„არის თუ არა ეს ზიზღის ენა? ბატონ ნებიერიძის ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, არის თუ არა ეს ზიზღის ენა?

დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს არის ტოლობის ნიშანი პროევროპულობასა და ზიზღს, ძალადობას შორის. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, ძალადობასთან, ანტი ქართულობასთან.

ასეთ განცხადებებს და ასეთ ადამიანებს პასუხს ხალხი აძლევს საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის პროპაგანდისტმა დავით ნებიერიძემ სპორტსმენები სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბეგამოვსებული კაცუნები ხართ", - წერს დავით ნებიერიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ