კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა 20.04.2026 14:11

 

„რა თქმა უნდა, არცერთ სპორტსმენს, არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი განცხადებების მოსმენა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ექსპერტ დავით ნებიერიძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც მან ქართველ სპორტსმენებს ფარჩაკები უწოდა.

კახა კალაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს ის მოქალაქეები აკეთებენ, რომელთაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებიათ და პირიქით, მოღალატეობრივ საქმიანობაში არიან შემჩნეულები.

„ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში როგორი შეურაცხყოფა, შეტევა მიმდინარეობს წარმატებულ ადამიანებზე და ეს მხოლოდ სპორტსმენებს არ ეხება. მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ამ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ, შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, ჩვეულებრივი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, არცერთ სპორტსმენს, არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა. იცოდნენ, რომ მოღალატეების მხრიდან გაკეთებული განცხადებები საერთოდ არ უნდა იღონ ყურად", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ