21.04.2026 19:09
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სინოდის 28 აპრილის სხდომაზე პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.
„ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი", - ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :