თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს 22.04.2026 18:54

საქმე თუ აქამდე მივიდა, „ოპოზიციის ალიანსში" როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს.

 

„გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავით „ოპოზიციის ალიანსის" წევრი ბუნებრივია, პრეზიდენტ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით, მივიღეთ პოლიტიკური საბჭოს ჩართულობით, მეც ვმონაწილეობდი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის", „ალიანსის" ამოცანა იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია, გალვანიზაცია. იმ ადამიანების მოტივირება, რომლებსაც, შესაძლოა, ძალიანაც არ მოსწონთ ივანიშვილი, ესმით, რომ ივანიშვილის გადარჩევით თუ გადაგდებით, რეჟიმის ჩამოშორებით, არანაირი ომი არ იქნება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავა. ე.წ. არჩევნებში, სადაც, მაგალითად 20%-ზე მეტი მომხრობა, მათ შორის კახა კალაძისთვის, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული ფიგურაა, ვერ მოახერხეს. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება, იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ მოქმედებაშიც მოდიხარ, მყწობრში. მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო. სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენის გაჩენისთვის შევედით ამ „ოპოზიციის ალიანსში", რომ მეტი ძალა გამოსხივოს პოლიტიკურმა დემოკრატიულმა სპექტრმა. კონსოლიდაციას და გალვანიზაციას თუ არ იწვევს, პირიქით, ფრაგმენტაციას, ურთირთდაპირისპირებას და საქართველოს მოქალაქის კიდევ უფრო მეტად განზიდვას, განხიბლვას ნებისმიერი ფორმაცია ან პროცესი, მაშინ ის კონტრპროდუქტიულია. ჩვენ, როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვალსთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

კითხვაზე, „ოპოზიციის ალიანსის" განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობოს" ხელმოწერა არ იყო, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „არ იყო და ვერც იქნებოდა".

 

„ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ