ზურაბ პატარაძე - დარწმუნებული ვარ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება 23.04.2026 18:53

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისათვის, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაც, რომელსაც გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვენელოვანი საქმეები, რომლებიც დაწყებულია, გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩვენი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად გამოვარჩიო და მადლობა გადავუხადო აჭარის ყოფილ თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გუნდთან ერთად და ამ კონტექტსში მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა დღეს წარადგინეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ