მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდაო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? 24.04.2026 16:36

ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში?, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს „რიტორიკის გადატვირთვისკენ მოუწოდებს".

 

„ქოცები სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო - დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: „სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო..." მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილი, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან, თუ როგორაა თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც ტელევიზიით გამოსვლის საშუალებები არ აქვს, ციხიდან ჩაგიკეტათ ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ, გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა, ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა, როგორც 2012-ში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ