27.04.2026 18:48
ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება მწვავდება. ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც პასუხობს ანა წითლიძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ "2024 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა ნომერ 4-ს "ნაციონალურ მოძრაობაზე" მაღალი პროცენტი.
მელია აღნიშნულ განცხადებას ცილისწამებას და უზნეო ბრალდებას უწოდებს.
"ორი კვირაა მესმის პირდაპირი და შეფარული ცილისწამება, თანაც ძალიან უსუფთაო.
უკანასკნელი ასეთი უზნეო ბრალდება მოვისმინე პარასკევს, "კოალიცია ცვლილებების" მიმართ, რასაც პირადად ჩემ თავზეც ვიღებ და ვპასუხობ ამ უკვე ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას.
პოლიტიკურმა ლიდერმა კონკრეტული პარტიიდან, "ნაციონალური მოძრაობიდან", გაბედა და თქვა, რომ 2024 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა N4-ს "ნაციონალურ მოძრაობაზე" მაღალი პროცენტიო. აი, ადგა და პირდაპირ ეთერში კრიტიკული არხისა, თქვა ეს ტარაკუჭაობა, უაპელაციოდ გაადენინა ზაპანი ამ შხამს. ეს პოლიტიკოსი ზუგდიდელია, ჩემთვის ამ ძვირფას ქალაქში, 2024 წლის კამპანიაში 1 თვე ვიცხოვრე. უშუალოდ ქალაქ ზუგდიდში 27% დაგვიფიქსირდა, მის პარტიას კი 10%," - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" თავმჯდომარე ნიკა მელია.
პასუხად ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ თემაზე საჯაროდ და სრულად მას შემდეგ ისაუბრებს, როდესაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" შესახებ განცხადებები წითლიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, 2 დღის წინ გააკეთა.
ავტორ(ებ)ი :