27.04.2026 23:22
"მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების ჩართულობა და ამ პროცესში. ვფიქრობ ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ ეს კომპონენტი ჩვენი ზრდისათვის. თავისუფლად შეიძლება, რომ გამარჯვებულ უცხოურ კომპანიას პირობაში ჩაედოს თანამონაწილეობის მომენტი, რათა ჩვენ გავზარდოთ ჩვენი კადრები," - განაცხადა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ადგილობრივი კადრების სიმწირეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესში, ტენდერში გამარჯვებულ უცხოურ კომპანიებს ხელშეკრულებაში უნდა გაეწეროთ ადგილობრივი კადრების დასაქმებაც, რაც მათ კვალიფიკაციას გაზრდის.
"როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, ხარისხი არ არის მარტო ხარისხიანი მასალების გამოყენება, დროულად აშენება, მნიშვნელოვანია ასევე გარემოს კონტექსტი და ამ გარემოს შენარჩუნება. მაგალითად მოვიყვან რიკოთის მშენებლობას - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, მისი იმიჯისთვის, დაკავშირებადობისთვის, ამიტომ ამ მშენებლობის პროცესში ბევრი საკითხი, ალბათ, თმენადი იყო ყველა მხარისთვის, მათ შორის, გარემოს დაცვის კომპონენტების კუთხით. თვალნათელია, როდესაც ჩვენ აქ ვმოძრაობთ, როგორ დროში გვიწევს, პერიოდულად, შესრულებული სამუშაოსთვის ხელმეორედ ხელის მოკიდება რადგან, ვთქვათ, არ იყო გააზრებული დროულად რელიეფის და კლიმატის თავისებურებები.
მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების ჩართულობა და ამ პროცესში. ვფიქრობ ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ ეს კომპონენტი ჩვენი ზრდისათვის. თავისუფლად შეიძლება, რომ გამარჯვებულ უცხოურ კომპანიას პირობაში ჩაედოს თანამონაწილეობის მომენტი, რათა ჩვენ გავზარდოთ ჩვენი კადრები. ყველა ტრადიციული ინსტიტუცია, რომელიც წინა პერიოდში არსებობდა და რაღაც ფორმის წესრიგი იყო კადრების ზრდისა და ბაზარზე მიწოდების, დღეს აღარ არსებობს. ჩვენ პრობლემა გვაქვს როგორც მაღალი იერარქიის საინჟინრო ნაწილის კვალიფიკაციის, ასევე დაბალი იერარქიის ნაწილში - ვთქვათ, ოსტატები და ა.შ. ამიტომ, მათი წვრთნისა და კვალიფიკაციის მომენტი არის, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ეს არ არის მძიმე ტვირთი უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩვენ ჩავუდოთ პირობებში, რაღაც პროცენტით აუცილებლად უნდა იზიდავდეს ადგილობრივ კადრებს და არამარტო შავ მუშახელს - საინჟინრო ნაწილსაც. საბოლოოდ, როდესაც დიდი კომპანია გავა ჩვენი ბაზრიდან, ის უნდა ტოვებდეს არამარტო შესრულებულ სამუშაოს, არამედ კვალიფიციურ პერსონებს," - განაცხადა დავით აბულაძემ.
ავტორ(ებ)ი :