28.04.2026 17:19
ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ორ წელიწად
ში არის საპარლამენტო არჩევნები, „ქართული ოცნება" უკვე ემზადება და გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი.
„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ. ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ. მარტივად არის საქმე. ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჭარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ჩვენ უკვე ვემზადებით ამ ყველაფრისთვის და ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :