03.05.2026 12:20
„საოჯახო კალათის პრინციპი" და ნაბიჯები ფასების შესამცირებლად - საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მუშაობის შემდეგ, რითეილ სექტორი კონკრეტულ ცვლილებებს აანონსებს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებით ფასწარმოქმნების ჯაჭვი სისტემურად მოწესრიგდება.
"საბოლოო ანგარიშში არის გაწერილი რეკომენდაციები მთავრობის მისამართით, რომელი რეკომენდაციების მიხედვითაც, მთლიანად, ეს ფასწარმოქმნების ჯაჭვი მოწესრიგდება სისტემურად. იმდაგვარად არის ეს რეკომენდაციები გაწერილი, რომ ამ შემთხვევაში, მოკლე ვადაში, საშუალო და გრძელ ვადაში, მთლიანად, მთელი სისტემა ისე ჯანსაღდება და ისე წესრიგდება, თეორიულად რაც კი შეიძლება მოცემულობიდან გამომდინარე, ყველაზე დაბალი ფასები იყოს, ზუსტად იმ ფასებს მივიღებთ საქართველოში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ავტორ(ებ)ი :