ელენე ხოშტარია - ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ 05.05.2026 14:59

სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად, - ამის შესახებ პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ასევე ვიზიარებ მის სულისკვეთებასაც, რომ დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლისა და მათ მიერ ჩადენილი სიბინძურეების ამოტივტივების შემდეგ", - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

 

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართულ ქარტიას განახლება შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა ჯერ არავის წარმოუდგენია კონკრეტული წინადადება, არც არავის უკან წაუღია ხელმოწერა. ამ ეტაპზე მაინც რჩება, როგორც მაკონსოლიდირებელი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამათ ჩამოსვლის/ წინააღმდეგობის ფრონტის გამარჯვებისას პირველადი საერთო სამოქმედო გეგმა.

მინდა, ყველა ხელმომწერს შევთავაზო ორი მნიშვნელოვანი ცვლილება თუ დამატება: პირველ ორ პრიორიტეტთან ერთად ( სინდისის და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება, ყველა ანტიევროპულ და ანტიქართულ კანონის გაუქმება) მესამეც ჩაეწეროს დაუყოვნებლივ დუშენის დაავადებული ბავშვების მედიკამენტები ბიუჯეტიდან დაფინანსდეს!;

 

შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება კორუფციით, მანკიერი ტენდერებითა და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები და პრიორიტეტად ამ თანხებს განესაზღვრება საქართველოში ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრისა და ასევე ყველა შესაძლო ბავშვთა დაავადებების სამკურნალო ხარჯების დაფინანსება. ანუ, ჩვენი მომავალ თაობის ჯანსაღ სიცოცხლეს უნდა მიეძღვნას ამდენი თაღლითისა და კორუმპირებული პოლიტიკოსისგან მოპარული თანხები! იმედი მაქვს, ეს საკითხი ყველასათვის მისაღები იქნება და ერთიანობას გაამყარებს კიდევაც!".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ