ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ 05.05.2026 17:45

 

ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა ტელეკომპანიების, „იმედის", „რუსთავი 2"-ისა და „პოსტივის" დასანქცირებას ითხოვენ.

კერძოდ, ბრეიზასა და შჩერბას შესწორების მიხედვით, „იმედი", „რუსთავი 2" და „პოსტივი" მოხსენიებულია „დეზინფორმაციისა და ანტიევროპული პროპაგანდის გავრცელების" კონტექსტში.

შესწორებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოქმედებენ „როგორც „ქართული ოცნების" რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ინსტრუმენტები". შესწორების ავტორები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, „განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აღნიშნული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაში მონაწილეობენ".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ