06.05.2026 12:46
ხაბეიშვილი გარეთ რომ იყო და მშვიდობიან დამხობას აპირებდა, ვერავის გაგვაგებინა, რის გაკეთებას აპირებდა. ეჭვი მეპარება, ციხის საკანში მიხვდეს, ვინ რას აპირებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერაფერს შეძლებენ.
„ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, რადგან მათი მხარდაჭერა ნულოვანია. ხაბეიშვილი გარეთ რომ იყო, ამაში უნდა დარწმუნებულიყო. დამერწმუნეთ, ისინი ვერაფერს გააკეთებენ. „ალიანსი" მკვდარშობილი გაერთიანებაა. ფორმალურად დაიშლებიან თუ არ დაიშლებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოში ყველა დარწმუნდა, ეს ხელოვნურად შეკოწიწებული ვითომ რაღაც ერთობაა, სადაც თავმოყრილნი არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. ამას არც ჩვენი მხრიდან პროპაგანდა სჭირდება, არც არაფერი. უბრალოდ მათი მიმოწერა უნდა გამოაქვეყნო და არანაირი კომენტარი არ გააკეთო. აქედანაც ჩანს ერთმანეთი როგორ „უყვართ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა 5 მაისის სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „ოპოზიციას ვთხოვ, გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის".
ავტორ(ებ)ი :