06.05.2026 20:04
2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს.
შეგახსენებთ, ანდრეი სიბიგასა და მაკა ბოჭორიშვილს შორის ასევე შეხვედრა გაიმართა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.
ავტორ(ებ)ი :