კახა კალაძე - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია 09.05.2026 14:25

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

.

მანვე თავის სოციალურ ქსელში გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

 

„სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს. უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადება ფასდაუდებელია. ვუსურვებ ჩვენს საყვარელ ვეტერანებს ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს. ხსოვნა და დიდება იყოს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების!", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დედაქალაქის მერთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ