პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პოლიტიკაა, არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემთან დაკავშირებულ განცხადებებზე, მე ამას პერსონალურად არ ვიღებ 09.05.2026 14:43

მაქვს დიდი პრივილეგია, წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში. ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

პაველ ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც კობახიძემ აღნიშნა: „ჰერჩინსკი ტრაგიკული ადამიანია, ყველაფერს აკეთებდა, რომ გაეფუჭებინა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, დიდ ღირებულებას არ ატარებს ღონისძიება, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ტარდება".

 

როგორც დიპლომატმა საპასუხოდ განაცხადა, მასთან დაკავშირებულ განცხადებებს პერსონალურად არ იღებს.

 

„საქართველოში ჩემი მუშაობის პირველი დღიდან ჩემი პოლიტიკაა, რომ არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკაეთებულ განცხადებებზე. მე ამას პერსონალურად არ ვიღებ. მე მაქვს დიდი პრივილეგია, წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში. ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ